LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომის ბაზარზე პოზიტიური ცვლილებებია: გააქტიურდა ჰორეკა სექტორი

16
ვაკანსია-დასაქმება

პანდემიამ დროებით უმუშევართა კონტინგენტი გაზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ეგიდით ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც ჩატარდა ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენის შესაფასებლად უშუალოდ დასაქმებაზე.

რაც შეეხება მონაცემებს, 2020 წელს დროებით უმუშევართა კონტინგენტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 235 ათასითაა გაზრდილი. მათი შეფასებით, მილიონ 900 000 ადამიანიდა, უმუშევარი იყო 540 ათასი კაცი, ხოლო უმუშევრობის დონემ 28.2 პროცენტი შეადგინა, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შესაბამის ოფიციალურ მონაცემს.

თავად საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობის დონე 18.3%-ია.

რა ვითარებაა ახლა შრომის ბაზარზე? სად შეუძლიათ დასაქმდნენ ის ადამიანები, ვინც სამსახურს ეძებს?  რამდენად გამოსწორდა ქვეყანაში მდგომარეობა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფონზე? აღნიშნულ საკითხებზე hr.ge-ის წარმომადგენელმა მანჩო დალაქიშვილმა “ბიზნესკურიერის” ეთერში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, შრომის ბაზარზე პოზიტიური ცვლილებებია. გააქტიურდა ისეთი მიმართულებები, სადაც ვაკანსიები 1 წლის განმავლობაშიც კი არ გამოუცხადებიათ. მაგალითად ჰორეკა სექტორი, რომელიც ფაქტობრივად, არ ფუნცქიონირებდა, მუშაობას ანახლებს. აღნიშნულ სექტორში ბათუმი იწყებს აქტიურობას.

ამასთან, აქტიურობს გაყიდვები და საბანკო სფერო. დალაქიშვილის შეფასებით, გაყიდვები უკვე 2 წელია მოწინავე პოზიციაზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g