LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობის ბარათები“ და „მედლები“ გავრილოვისგან – „ევროპული საქართველო“ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურას აპროტესტებს

133
2323

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის მოხსნის საკითხის განხილვას აპროტესტებენ.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან „ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მივიდნენ.

საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მათ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსახულებიანი  მედლები მიიტანეს.

„გადავწყვიტეთ მოგვეტანა გავრილოვის რამდენიმე ხარისხის ემბლემა იმ მონებისთვის, ვინც გავრილოვის სიტყვებს ტაში დაუკრეს და გაიმეორეს მისი სიტყვები, რომ „ნიკა მელია დასაჭერია”. გავრილოვის მედლებს შევიტანთ პარლამენტში, ჩავაბარებთ კანცელარიას და გადავცემთ მათ” , – განაცხადა „ევროპული საქართველოს” ახალგაზრუდლი ფრთის წარმომადგენელმა ლაშა ელიაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და დეპუტატებს ბარათები გაუგზავნა. წარწერით, „მადლობა გავრილოვისგან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g