კომპანია Mecedes-Benz–მა საიუბილეო თარიღი აღნიშნა, მწარმოებელი უკვე 50 მილიონი ავტომობილის ავტორია. შთამბეჭდავი ციფრის მიღწევა გერმანული ბრენდის 95–ე იუბილეზე მოხერხდა. საიუბილეო მოდელი კი ორ ფერში შესრულებული Mercedes-Maybach S 580 გახდა, რომლის ნომერიც 50 000 000–ია და კონვეიერიდან ის ზინდელფინგენის ქარხანაში ჩამოვიდა.
Mercedes-Benz ავტომობილთა აღრიცხვას ომის შემდგომ, 1946 წლიდანა აწარმოებს, ანუ 50 მილიონი ავტომობილის გამოშვება მან ზუსტად 75 წლის ვადაში შეძლო. დირექტორთა საბჭომ იუბილე კომპანიის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მიღწევად დაასახელა.
შემთხვევით არ მომხდარა ის, რომ საიუბილეო მოდელი მდიდრული ბენზინის ლიმუზინი Mercedes-Maybach გამხდარიყო. სამომავლოდ გერმანელები „ელემენტებზე“ მომუშავე სამოდელო ხაზის გავრცობას გეგმავენ და 2022 წელს 6 ასეთი მოდელის გამოშვება იგეგმება. ამ დროისთვის კი სამი ელექტრონული კროსოვერია ცნობილი EQA, EQC და ასევე მინივენი EQV.