LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულო დღეს პირველ სხდომას მართავს

37

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულო დღეს პირველ სხდომას მართავს.

კანონმდებლობით, ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ცესკოს თავმჯდომარემ უნდა გახსნას. დღესვე დამტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.

საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა, პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი იქნება, ხოლო მოადგილეები – მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.

თბილისის საკრებულოში 11 კომისია არსებობს, თუმცა დეპუტატების განცხადებით, დაგეგმილია სტრუქტურული რეორგანიზაცია და მოხდება რამდენიმე კომისიის შერწყმა, ნაწილის კი, ცალკე კომისიად გამოყოფა.

იგეგმება ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიული კომისიების გაერთიანება. ხოლო ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას გამოეყოფა ტრანსპორტის საკითხები და ცალკე კომისიად ჩამოყალიბდება.

თბილისის საკრებულოში 40 მანდატი მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“, 5 მანდატი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, სამი – „ევროპულ საქართველოს“, ორი კი „პატრიოტთა ალიანსს“.

თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების უფლებამოსილების ცნობის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიაში ამბობენ, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას ხვალიდან შეუდგებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები