LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ღამე “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გაათენეს

110
BeFunky-collage (15)

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ღამე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, გაათენეს და ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან. ისინი ნიკა მელიას, მხარდაჭერას და სოლიდარობის უცხადებენ. ოფისში თავად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობის“ ათობით მხარდამჭერიც იმყოფებოდა.

დილიდან მობილიზაცია შეინიშნება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარედ არსებულ, შსს-ს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, სადაც გამთენიისას ასეულობით ავტომანქანა შევიდა. ბაზის ტერიტორიაზე მობილიზებულია ავტობუსებიც.

 

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გუშინდელ სასამართლო სხდომაზე პატიმრობა შეეფარდა  მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ, ძალადობა არავის არგებს: აშშ-ს საელჩო საქართველოში

"ძალადობა არ არგებს არავის, მათ გარდა, ვისაც საქართველოს სტაბილურობის შერყევა სურს"

 

magti 5g