აშშ–ს სადაზღვეო ინსტიტუტის IIHS–ის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალები ავტო საგზაო შემთხვევებში ბევრად უფრო ხშირად ხვებიან ვიდრე მამაკაცები. ექსპერტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქალბატონები როგორც წესი, უფრო კომპაქტურ და ხშირ შემთხვევაში ნაკლებად უსაფრთხო ავტომობილებს ირჩევენ.
IIHS–ის სპეციალისტებმა 1998 წლიდან 2015 წლამდე მომხდარი ყველაზე მძიმე ავარიები შეისწავლეს. აღმოჩნდა რომ საშუალო სტატისტიკური ქალისთვის ავტო საგზაო შემთხვევის ფატალურად დასრულების რისკი 20–28%–ით უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცებისთვის. ამასთან, ქალები მძიმე ტრავმებს უფრო ხშირად იღებენ, უფრო ზუსტად კი მამაკაცებზე 37–73%–ით უფრო ხშირად.
ასეთი სხვაობა არა ფიზიოლოგიური ფაქტორით, ან მართვის ტექნიკით, არამედ ნაკლებად უსაფრთხო ავტომობილების მართვით აიხსნება. როგორც წესი, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უფრო მსუბუქ, კომპაქტურ ავტომობილებს ირჩევენ, რაც დაჯახების დროს რა თქმა უნდა, ბევრად უფრო საშიშია. თუკი ამ ფაქტორს გამოვრიცხავთ, ექსპერტებს სჯერათ, რომ ავარიებში დაზიანებისა თუ გარდაცვალების რისკი ორივე სქესის წარმომადგენელთათვის ერთნაირია.