LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 თებერვლიდან თბილისში ავტობუსების ახალი მიმართულებები ინიშნება

164
FORTUNA.GE- (1)

22 თებერვლიდან თბილისის მოსახლეობა ავტობუსების ახალი მარშრუტებით შეძლებს გადაადგილებას. ამასთან, დედაქალაქში მოძრაობას დაიწყებს დამატებით, 180 ახალი მიკროავტობუსი.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ავტობუსების გარკვეულ მარშრუტებში ცვლილებები განხორციელდა და მოძველებული ავტობუსები ახალი მოდელებით ჩანაცვლდა.

დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით:

?  რეფორმის შედეგად, ავტობუსი N61 გაუქმდა.

აღნიშნული ნომრის მარშრუტს N345 ავტობუსი შეითავსებს.

ის მოძრაობას ქვემო ფონიჭალის დასახლებიდან (კორპუსი N19 მიმდებარედ) დაიწყებს და ბაგების დასახლებაში (წყნეთის გზატკეცილი, კორპუსი N2 მიმდებარედ) დაასრულებს.

N345 კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად, ევროპის მოედნის გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაადგილდება და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განაგრძობს;

ახალი ავტობუსი – N32 ერთმანეთთან დააკავშირებს გლდანსა და დიდი დიღმის მიმართულებებს.

აღნიშნული ავტობუსი ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან (გლდანის VII-VIII მიკრორაიონის დამაკავშირებული გზა) დიდი დიღმის IV მიკრორაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე იმოძრავებს.

გლდანში ახალი საგზაო მოძრაობის გამო, N32 ავტობუსი ხიზანიშვილის ქუჩიდან სარაჯიშვილის ქუჩის მიმართულებით, შეშელიძის ნაცვლად, ვასაძისა და ქერჩის ქუჩების დახმარებით გადაადგილდება;

ზღვის უბნიდან დიდუბემდე მგზავრებს ახალი, N94 ავტობუსი მოემსახურება.

ავტობუსი ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონის მე-4 კვარტლიდან (N65 კორპუსის მიმდებარედ) თორნიკე ერისთავის ქუჩის N1-მდე (მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელი) იმოძრავებს.

როგორც მერიაში აღნიშნავენ, 22 თებერვლიდან დედაქალაქის მოსახლეობას ჯამში, 572 ავტობუსი მოემსახურება.

“მიმდინარე წელს ახალი ავტობუსები უკვე გადანაწილდა N3, N23, N43, N46, N52, N70, N72, N79 და N121 საავტობუსე ხაზებზე. სულ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი 580 ავტობუსით განახლდა. დამატებით, 100 ერთეული 12-მეტრიანი BMC-ის მარკის ავტობუსი კი დედაქალაქში უახლოეს მომავალში შემოვა.” – აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g