LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება

101
ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირალი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„გაიმართა პოლიტსაბჭოსსხდომა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის კანდიდატის დასახელების შესახებ

ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ – პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ახლა კი მას ეკავა თავდაცვის მინისტრის პოზიცია. მისი მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები. ის არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია, წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მინდა, წარმატებები ვუსურვო ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა გუნდს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის.

„ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, რადგან დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ქვეყნის მთავარ გამოწვევად  კოვიდპანდემია, უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე დაასახელა.

„მადლობა მეგობრებო. მინდა ყველას მოგახსენოთ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის ემოციური დღეა. ამის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადწყვეტილება და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერის თანამდებობაზე. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, რადგან დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ჩვენ ყველა მოწოდებული ვარ, სწრაფად მოვუგვაროთ მოსახლეობას პრობლემები. მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება. კიდევ ერთხელ მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო გუნდს, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი“, – განცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდეც იკავებდა.

ახალი პრემიერის არჩევის აუცილებლობა ქვეყანაში მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ დღეს  განცხადება გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები