ბიძინა ივანიშვილს ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა მამას დაბადების დღის აღსანიშნავად განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა. ცოტნემ მამის პორტრეტი დახატა. ამის შესახებ ცოტნე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
სიახლე არაა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე უმცროს შვილს ხატვის ნიჭი აქვს.
ცოტნე ივანიშვილი საკუთარ ნამუშევრებს საზოგადოებას ხშირად უზიარებს.
ცნობისთვის, დღეს, 18 თებერვალს ბიზნესმენის, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. მას 65 წელი შეუსრულდა.