ამბობენ, ოჯახი ადამიანის სარკეაო. ოჯახთან კარგი ურთიერთობის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჰარმონიული ურთიერთობის პირობებში, ოჯახის მხარდაჭერა ყველგან და ყველაფერში სამუდამოა.
ოჯახთან კავშირი დიდ როლს თამაშობს პიროვნულ კეთილდღეობაში. ადამიანისთვის მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობის ქონა მშობლებთან, დედ-მამიშვილებთან, ზრდა-სრულ ასაკში შვილებთან. ჰარმონიულ ოჯახში გაზრდილ ბავშვს უადვილდება სხვა ურთიერთობების მართვაც, როგორიცაა მეგობრობა, რომანტიკული კავშირები, სამსახურეობრივი ურთიერთობები და სხვა. ზოგიერთ ოჯახში სიყვარულს ფიზიკურადაც გამოხატავენ: კოცნა, ჩახუტება, თავზე ხელის გადასმა, ზურგზე ხელის დადება და სხვა. ზოგიერთ ოჯახებში ფიზიკურ კონტაქტს ნაკლებად ვხვდებით. აღსანიშნავია, რომ მცირე ასაკის ბავშვებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ სიყვარულის ფიზიკური კონტაქტით გამოვლინება, ამ დროს ისინი უფრო ბედნიერად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.
დაძაბული რეჟიმიდან გამომდინარე, ჰარმონიულ ოჯახთან დღის გარკვეულ მონაკვეთში კონტაქტი, ამშვიდებს ნერვებს, ზრდის თვითშეგნებას და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში გვეხმარება. ასეთი ადამიანები მარტივად იმკვიდრებენ ადგილს სოციუმში.
