პარლამენტთან დაპირისპირებისას დაკავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში გვითხრეს, ისინი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
როგორც ცნობილია, პარლამენტის წინა ტერიტორიაზე კარვის გაშლას აპირებდნენ, სწორედ ამას მოყვა დაპირისიპირება ადგილზე. საკანონმდებლო ორგანოში სიტუაცია განიმუხტა.
თუმცა, ადგილზე ამ დრომდე რჩებიან აქტივისტები.