LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

New One-ის ახალი კლიპი 6 დეკემბერს გამოვა (ფოტოები)

55

ქართული ჯგუფი New One, რომელმაც სახელი სერგი გვარჯალაძისა და ბაკუნა ნოზაძის „Artificial Love“-ის ახალი ვერსიით და მასზე გადაღებული კლიპით გაითქვა, რიგით მეორე ვიდეორგოლზე მუშაობს. სიმღერის სახელწოდებაა „Reality“ და ის დათო ევგენიძესა და ანრი ბასილაიას ეკუთვნით. ჯგუფმა ეს კომპოზიციაც საკუთარ სტილს მოარგო.

კლიპზე მუშაობა უკვე დასრულებულია. მისი პრემიერა 6 დეკემბერს „ნანუკას შოუში“ შედგება. ჯგუფი ასევე გეგმავს მის საკლუბო პრეზენტაციასაც.

კლიპზე, ისევე, როგორც პირველი ვიდეოს შემთხვევაში, იუგო მორისმა იმუშავა, ამჯერად GD Recreation-თან ერთად. როგორც შევიტყვეთ, კლიპს სიუჟეტური ხაზი ექნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g