შეკვეთილში, გრანდიოზული სასტუმროს ნახაზებმა, გრაფიკიდან რეალობაში უკვე სრულყოფილად გადაინაცვლა.
სასტუმრო Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection-ში სატესტო რეჟიმში სტუმრების მიღება მიმდინარეობს.
გრანდიოზულ სასტუმროში, 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი ფუნქციონირებს, რომლებსაც ხედი ზღვის სანაპიროზე აქვთ.
ნომრების შეკვეთა მერიოტის ოფიციალურ საიტზე, აპრილის თვისთვის უკვე შესაძლებელია. ამ დროისთვის სასტუმროში ერთი ღამის ფასი 250 ლარიდან იწყება.
თუმცა, როგორც თანაინვესტირების ფონდში “ფორტუნას” განუცხადეს, ფასები სხვადასხვა სეზონზე, სხვადასხვა დღეს განსხვავებული იქნება.
საპრეზიდენტო ნომრის ჩათვლით, 2000 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 150 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ღია და დახურული საცურაო აუზები წყლის სასრიალო ატრაქციებით, ზამთრის ბაღი… ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.
გარდა დასვენებისა, სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს კონფერენციებისა და ფორუმებისთვის სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზებსა და შეხვედრების ოთახებს. განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელთათვისაც როგორც სხვადასხვა კატეგორიის ნომრებში, ასევე სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა.
თანაინვესტირების ფონცის ცნობით, სასტუმროს ჯამური საინვესტივიო მოცულობა 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
თამთა უთურგაშვილი