”თიბისი დაზღვევა” და ”თიბისი ბანკის” პროგრამა „სტარტაპერი“ სტარტაპერებს სპეციალურ პროდუქტს – „სტარტაპ დაზღვევას” სთავაზობს.
”თიბისი ბანკის” პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეიდან, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ქონების დაზღვევის კომბინირებული პროდუქტით, ასევე სპეციალური ფასდაკლებით ავტოდაზღვევის სერვისზე.
”სტარტაპერები კომპანიის კუთვნილი ავტომობილების დაზღვევას ”თიბისი დაზღვევაში” სტანდარტულზე 20%-ით ნაკლებ ფასად შეძლებენ. ავტომობილის დაზღვევა აზღვევს შემდეგ რისკებს: ავტოსაგზაო შემთხვევა; ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი; სტიქიური მოვლენები; საგნების დაცემა; ხანძარი, აფეთქება;
ქონების დაზღვევა ბიზნესის გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაცვას უზრუნველყოფს და ითვალისწინებს ზარალის ანაზღაურებას 50 000 ლარის ფარგლებში. პროდუქტით სარგებლობა სტარტაპერებისთვის თვეში მხოლოდ 25 ლარად არის შესაძლებელი.
ქონების დაზღვევა მოიცავს: რემონტს და მოპირკეთებას; სასაწყობე მარაგების დაზღვევას; მანქანა-დანადგარების დაზღვევას; პასუხისმგებლობის დაზღვევას მესამე პირის წინაშე; დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევას.
”სტარტაპ დაზღვევით” სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ სტარტაპს, რომელიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 2 წლის წინ. ”სტარტაპ დაზღვევით“ სარგებლობისთვის განაცხადის შევსება უკვე შესაძლებელია „სტარტაპერის“ ვებგვერდზე www.startuperi.ge, სადაც ასევე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია სტარტაპერებისთვის შეთავაზებულ სადაზღვევო პროდუქტების შესახებ”, – ნათქვამია ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციაში.