მეგან მარკლი ორსულობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. მარკლი და პრინცი ჰარი 20 წამიან ვიდეო-თიზერში გამოჩნდნენ, რომელიც „სფოთიფაისთვის“ ჩაიწერა.
ორსული მეგან მარკლი ვიდეოში „ოსკარ დე ლა რენტას“ კაბაში გამოჩნდა. მან ვიდეოში განაცხადა, რომ ახალი აუდიოპოდკასტი იქმნება ადამიანებისთვის, ვისაც საკუთარი აზრების გაზიარება სურს. აქვე სამეფო ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ვალდებულებების შესრულებაზე უარს ამბობენ, თუმცა სტატუსს ინარჩუნებენ.



