LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელებს ავტომობილზე უარის თქმისთვის ფულს სთავაზობენ

42
nocarsinbritsin

ბრიტანეთის მთავრობა მზადაა, რომ ყველა მოქალაქეს ვინც ძველ ავტომობილზე უარს იტყვის ფულადი ჯილდო გადასცეს. ასეთი ავტომობილების მფლობელები 3000 ფუნტ სტერლინგს მიიღებენ და ამ თანხის დახარჯვა ტრანსპორტზე შეეძლებათ.

პროგრამა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და პირად ავტომობილზე დამოკიდებულების შემცირებას ემსახურება. ავტომობილის ჩაბარება შეეძლება ყველას ვისი მანქანაც დიზელზე მუშაობს და 2016 წელზე ადრეა გამოშვებული ან ბენზინზე მუშაობს და 2006 წლამდე აიწყო.

ხელისუფლება თითოეულ ავტომფლობელს 3000 ფუნტს გადაუხდის. ამ თანხის დახარჯვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ტაქსიზე ან ეკოლოგიური ტრანსპორტის – ველოსიპედის თუ ელექტროსკუტერის შესაძენად შეეძლებათ.

ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს ბრიტანელებმა პირადი ავტომობილით 574 მილიარდი კილომეტრი გაიარეს, რაც 5 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით 11%–ით უფრო მეტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები