LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოავარიის შედეგად, ახმეტაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა

62

ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. განსაკუთრებით მძიმეა 68 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ქისტაურის ხიდზე მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ხიდის ჯებირს შეეჯახა და რამდენჯერმე ამობრუნდა.

მანქანის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და სახანძრო სამსახურია მობილიზებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები