1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” იმართება. ღონისძიებაზე 30 კომპანია და 200-მდე ვაკანსიაა წარმოდგენილი, რომელთა ნახვაც www.Studentjob.ge -ზე შეგიძლიათ. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან.
მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა. დასასრულს კი, მსმენელებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ.
გარდა ამისა, უკვე ჩატარდა საინტერესო მასტერკლასები:
-
მედეა ტაბატაძე HR კონსულტანტი – როგორ მოვახდინოთ დამსაქმებელზე შთაბეჭდილება – 1 მარტი 15:00 სთ;
-
ზურა მხეიძე ფსიქოლოგი – როგორ გარდავქმნათ შესაძლებლობად სამსახურის ძიების პროცესში მიღებული იმედგაცრუება – 27 თებერვალი 18:00 სთ.
ფესტივალის ფარგლებში ღონისძიების მხარდამჭერის – SS.ge/jobs -ის ორგანიზებით გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე – როგორი უნდა იყოს კარგი რეზიუმე. SS.ge/jobs – ეს არის დასაქმების პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სასურველი ვაკანსიებისა და რეზიუმეების პოვნის პროცესს მნიშვნელოვნად უმარტივებს.
დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია: https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
ფესტივალი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. დამსაქმებლები კი კანდიდატების დასაქმების გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ. ღონისძიება მოიცავს საქართველოს რეგიონებსაც. ღონისძიების მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს და სასურველი სამსახური იპოვოს.
დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.