LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის მოძრაობა და საერთაშორისო წნეხი, რომლის გამოხატულებაც იყო შარლ მიშელის ვიზიტი, მხოლოდ გაიზრდება: გიორგი კანდელაკი

86
FORTUNA.GE- (1)

“უნდა მივიდეთ კომპრომისამდე და რა თქმა უნდა, ამ კომპრომისის მიღწევის შემთხვევაში აქციებს აზრი აღარ ექნება. თუ ხელს ჩამოვართმევთ იმ საკითხებზე, რაც გუშინ იყო წარმოდგენილი, მოიგებს ყველა.” – ამის შესახებ დღეს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, მმართველ პარტიას უნდა ესმოდეს, რომ ის მოძრაობა და საერთაშორისო წნეხი, რომლის გამოხატულებაც იყო შარლ მიშელის ვიზიტი, მხოლოდ გაიზრდება:

“რაც უფრო მეტად გაუძალიანდებიან ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას, მით უარესი მათთვის. აქციების მნიშვნელობა ძალიან დიდია, ბიძინა ივანიშვილს პირველ რიგში უნდა დაათმობინოს საზოგადოების მხრიდან მომდინარე ზეწოლამ. მათი ბუნებრივი მიდრეკილებაა, რომ საქართველო გადაიქცეს არადემოკრატიულ ქვეყნად, რის გამოც საჭიროა ჩამოცილდეს “ქართული ოცნება” და საქართველო გახდეს ქვეყანა, სადაც სიტყვის თავისუფლება გარანტირებული იქნება.” – თქვა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის პიკეტირებას ახდენენ. დეპუტატები შენობაში სტვენისა და შეძახილების ფონზე შევიდნენ. ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. დაკავებულია რამდენიმე პირი.

პარლამენტის მიმდებარედ დაძაბულობა გრძელდება – დაკავებულია რამდენიმე პირი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g