LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს მოლოდინი, რომ შეპირებულ ვაქცინას მივიღებთ მალე: თამარ გაბუნია

79
FORTUNA.GE- (1)

“ამ ეტაპზე ვაგრძელებთ თანამშრომლობას კოვაქსთანაც და ფაიზერთანაც. გვაქვს იმის მოლოდინი, რომ მოკლე ხანში ეს გადავადება აღმოიფხვრება და ის დამატებითი პირობა, რომელსაც ფაიზერი გაგვიზიარებს სატელეფონო კონსულტაციის დროს შესრულდება და ჩვენ შეპირებულ ვაქცინას მივიღებთ მალევე.” – საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა,იმედი გამოთქვა, რომ კოვაქსის პრესსამსახური დააზუსტებს იმ უზუსტობას, რომელიც მისი აზრით, მაინც იყო ინტერპრეტაციის, ან შესაძლოა თარგმანის უზუსტობა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, კოვაქსთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა გრძელდება და ის კვლავ რჩება ქვეყნის მთავარ პარტნიორად ვაქცინების მობილიზების პროცესში:

“ასტრაზენეკასთან დაკავშირებით, იცით რომ თანხა გადახდილია და ალბათ მოწოდება დასრულდება უახლოეს მომავალში. ზუსტ თარიღს გვაცნობებენ. ფაიზერთან მიმართებაში უნდა ჩაინიშნოს ისევ საკონსულტაციო-სატელეფონო ზარი, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს ის პირობები, რომელსაც ის აყენებს.

ჩვენი კომუნიკაცია ემყარება კოვაქსისგან მიღებულ ოფიციალურ კორესპონდენციას, სადაც საქართველოსთვის მითითებულია “ფაიზარეისა” და ‘ასტრაზენეკას” მიღებისთვის საჭირო ეტაპები და პირველ კვარტალში ხდება ამ ყველაფრის მიღება.” – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, გასული დღის განმავლობაში, რამდენჯერმე ჰქონდა კომუნიკაცია კოვაქსის წარმომადგენლებთან და გრძელდება მუშაობა როგორც “ასტრაზენეკასთან”, ასევე “ფაიზერთან” საკონსულტაციო ზართან დაკავშირებით.

magti 5g