LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დედა ძალიან ნერვიულობდა, არცერთი ლაივკონცერტი არ უნახავს” – ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

29
joxonelidzeebi2021

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები სტუმრობდნენ ცოცხალი შესრულებით, ქალაქური პოპური ,,ერთი გოგო შემიყვარდა”. გადაცემის ბოლოს კი შედგა სიმღერის პრემიერა ,,თბილისური აპრილი”, რომლის კომპოზიტორი ლილიკო ნემსაძეა.

შემოქმედებითი ცხოვრების პირველი ნაბიჯები, რომ გაიხსენოთ?

ლუკა ჭოხონელიძე:

2 წლის ასაკიდან ვმღერითთქო, რომ გითხრათ ეს ძალიან ბანალური იქნება. ამიტომ გარდამტეხი ეპოქალური, რაც იყო ჩვენთვის იქედან დავიწყებ. ეს იყო ნატო გელაშვილის ერთ-ერთ საიუბილეო კონცერტის რეპეტიციების დროს, დაახლოებით 10 წლის წინ. მაშინ სიმღერა ”თეთრი კლავიშები” ამ კონცერტისთვის პირველად მზადდებოდა, რომელზეც ქართულმა ხმებმა იმუშავა. ძალიან მოგვეწონა და დავინტერესდით. მე მეორე ხმა აღმოვჩნდი, გიორგი კი პირველი. ნატომაც მოგვისმინა და მიხვდა, რომ თურმე რაღაც გამოგვდიოდა. ბაბუა გვყავდა ძალიან მაგარი ადამიანი, კოლორიტი, მოქეიფე, საოცარი ხმით და სმენით. მასთან დავიწყეთ ღვინის გემოს გასინჯვა. ამის გარეშე ქართული სიმღერა არ გამოდის.

ახლა კი ვისაუბროთ პროექტზე ”მხოლოდ ქართული”..

ლუკა ჭოხონელიძე:

წინა წლის დასაწყისში შედგა ეს პროექტი. სამეგობრო სულ მეუბნებოდა, რომ მიმეღო მონაწილეობა. დედამაც არ იცოდა ამის შესახებ,  გიორგის ვუთხარი ჩუმად წავსულიყავით. ბილეთი, როდესაც ავიღე და გადავედი შემდეგ ტურში, მაშინ  დავურეკე დედას და ვაცნობე ამის შესახებ.

გიორგი ჭოხონელიძე:

პირველი ორი კონცერტი მე და დედა იტალიაში ვიყავით, ლუკა ვერ წამოვიდა პროექტის გამო. დედა ძალიან ნერვიულობდა, არცერთი ლაივ კონცერტი არ უნახავს. მე ვუყურებდი და ვეუბნებოდი, რომ კარგად მღეროდა, ამის შემდეგ კი თვითონაც ნახულობდა.

ლაივ კონცერტების შემდეგ თუ გქონდა რჩევები-შენიშვნები ძმისგან ან დედისგან?

არასდროს არ გამიგია დედისგან მსგავსი რამ. მისი ყველაზე დიდი უნარი არის ის, რომ გაძლევს თავისუფლებას. ამას იმიტომ აკეთებს, რომ იცის რა არის ხელოვნება და მუსიკა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ფრთების გაშლაში დიდი როლი ,,რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამაც” ითამაშა. პირველად ოფიციალურად, სადაც გამოვჩნდით იყო ,,ოქროს ტალღა”, გაგვიმართლა და ჯინდოც ავიღეთ ნომინაციაში ”წლის დუეტი”. ეს იყო პირველივე სიმღერის ძალიან დიდი წარმატება, რამაც მოგვცა დიდი მოტივაცია.

გიორგი ჭოხონელიძე:

ერთადერთი რაზეც გეტყვის, რომ ასე გააკეთე არის თავისი სიმღერა, ეს ლოგიკურიცაა.

სიმღერა, რომელსაც დღეს დავაპრემიერებთ ვის ეკუთვნის?

ამ სიმღერის კომპოზიტორი გახლავთ ლილიკო ნემსაზე, მოვიკითხავთ დიდი სიყვარულით მას. არანჟირება ირაკლი მენთეშაშვილი, ტექსტი ირინა სანიკიძე. მიქსი გაგვიკეთა ჩვენმა უფროსმა მეგობარმა ერიკამ და ჩაიწერა ”ბრავო რექორდსში”. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს.

 

გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები – თბილისური აპრილი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები – ერთი გოგო შემიყვარდა/ ეს იყო ოცნება. Live

 

გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები – შენ გაზაფხულის სუნთქვა ხარ / ჩემო ქალბატონო. Live

 

გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები