LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლეგენდარულმა Queen-მა სმარტფონებისთვის თამაში Rock Tour გამოუშვა

65
queen-rock-tour-mobile-rhythm-video-game

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Queen დაარსებიდან 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სმარტფონებისთვის თამაში Queen: Rock Tour გამოუშვა.

მოთამაშეს საშუალება ექნება, მსოფლიოში ცნობილი 10 საკონცერტო დარბაზიდან ერთი აირჩიოს და კონცერტი გამართოს. თამაში 20 კომპოზიციას აერთიანებს. თქვენ ისეთი ჰიტების შესრულებას შეძლებთ, როგორებიცაა:  Bohemian Rhapsody, We Will Rock You, We Are the Champions და ა.შ…

აღსანიშნავია, რომ მოთამაშეს ჯგუფის წევრების 40-მდე სამოსის მორგებაც შეეძლება.

თამაში ხელმისაწვდომია როგორც „ანდროიდის“, ასევე iOS-ის მომხმარებლებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები