გიგა კვენეტაძემ და გიორგი დათიაშვილმა ძველი რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერა „მინდა იყო ჩემი მზე“ აღადგინეს და ახალი არანჟირებით და დუეტში შემოგვთავაზეს.
შეგახსენებთ, რომ სიმღერის მელოდიაც და ტექსტიც გიგა კვენეტაძეს ეკუთვნის, ხოლო თავად კომპოზიცია გიორგი დათიაშვილმა შეასრულა მრავალი წლის წინ და ამ სიმღერით დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ძველი კომპოზიციის ახალი ვარიანტი საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა.