LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის კონსტრუქციული გზების შეთავაზებაზე იზრუნოს: ღია წერილი საქართველოს მეგობრების სახელით

81
აშშ - საქართველოს დროშები ერთად

“ჩვენ გვესმის და  წლების განმავლობაში ვაფასებთ საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად,” – ამის შესახებ საქართველოს მეგობრების სახელით გამოქვეყნებულ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლების ღია წერილშია საუბარი.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში საერთაშორისო მეგობრები ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებენ უპირველესად, არსებული კრიზისიდან გამოსვლის კონსტრუქციული გზების შეთავაზებაზე იზრუნოს.

მათ შორის, პირველი ნაბიჯი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებით გადადგას. როგორც ღია წერილში ჩანს, საერთაშორისო პარტნიორები ქვეყნის  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით სწრაფვას ღია მხარდაჭერას უცხადებენ და იმასაც აცხადებენ, რომ აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში, ისინი კონსტრუქციულ კრიტიკას არ მოერიდებიან.

ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ბოლო დროის პოლიტიკური მოვლენებით, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით – იერიში მიეტანა წამყვანი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისზე და დაეკავებინა მისი ლიდერი. მისი გაუთავისუფლებლობა შეუძლებელს გახდის ოპოზიციის მიერ ბოიკოტირებული შარშანდელი არჩევნებით გამოწვეული ჩიხიდან გამოსვლას.

“ერთპარტიული პარლამენტი ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი არ არის. ეს მოვლენები აფერხებს უსაფრთხოების, ეკონომიკის, გლობალური პანდემიის პირობებში ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებას, ასევე აზიანებს საქართველოს, როგორც რეგიონში სტაბილური პარტნიორის საერთაშორისო იმიჯს და რეპუტაციას, ამ მოვნელებით მხოლოდ მოსკოვში არიან კმაყოფილნი ისინი, ვინ საქარველოსადმი არაკეთილგანწყობილია,“ – აღნიშნულია წერილში.

განცხადების ავტორების განცხადებით – მათ ესმით საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის პროცესის მიმდინარეობა, ასევე ამბობენ, რომ პროცესი პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას არ შეიძლება მოიცავდეს და არჩეულმა მთავრობებმაამომრჩევთა მისწრაფებები უნდა შეასრულონ.

წერილში ნათქვამია, რომ ოპოზიციას აქვს უფლება – გამოხატოს პრეტენზიები საარჩენო დარღვევებთან დაკავშირებით. ხელმომწერები ოპოზიციას მოუწოდებენ – გამოიყენონ ევროკავშირისა და სხვა პოტენციური შუამავლების მიერ მიწოდებული ყველა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობასთან, კეთილსინდისიერად მოსალაპარაკებლად, რაც მოემსახურება საქართველოს დემოკრატიის გაძლირებას.

“მხარეთა საერთო მიზანი მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბება უნდა იყოს, რომელიც ყველა ამომრჩეველის ნებას გამოხატავს და შესაბამისად, ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილი წინ წასწევს ქვეყანას,” – ნათქვამია წერლში.

ავტორთა სიტყვებით, წინა წლებში საქარველომ გაუძლო დემოკრატიის ტესტს და ახლა საქართველოს მეგობრები მოელიან, რომ საქართველოს ხელისუფლება ამჯერადაც შესაბამის ნაბიჯებს გადადგემას.

ხელისუფლებამ, როგორც მმართველმა ძალამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ძალისხმევას მიაღწიოს კომპრომისს. ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ბოლოდროინდელი მოვლენები სიტუაციას უფრო აქტუალურს ხდის. დადებითი ნაბიჯების გადაუდგმელობამ, შესაძლოა მათი პასუხისმგებლობის დაყენება გამოიწვისო ვინც ამ განგრძობად კრიზისზე აგებს პასუხს. დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს,“- წერენ ხელმომწერეები.

მათივე განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი საერთაშორისო აქტივი მისდამი კეთილგანწყობა იყო, რაც რთულად მოიპოვა, მაგრამ გლობალური პანდემიით განპირობებული დესტრუქციული შედეგების პირობებში, ამ კეთილგანწყობის დაკარგვის უკან დაბრუნება რთული იქნება.

„ჩვენ მოვუწოდებთ როგორც საქართველოს მთავრობას, ისე ოპოზიციის ლიდერებს, არ გაფლანგონ ეს კეთილგანწყობა და გამოავლინონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიის, დიალოგისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისადმი“, – წერენ საქართველოს მეგობრები და მზადყოფნას  გამოხატავენ – სიტუაციის მოგვარებაში  თავიანთ წვლილი შეიტანონ.

წერილს ხელს აწერენ:

იან ბონდი, ევროპული რეფორმების ცენტრი
მეთიუ ბრაიზა, ყოფილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
კერი კავანაუ, კენტუკის უნივერსიტეტი
ლუკ კოფი, მემკვიდრეობის ფონდი
სვანტე კორნელი, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო
უილიამ კორტნი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
ლარი დაიმონდი, სტენფორდის უნივერსიტეტი
პერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში
ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტი
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში
გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი
გლენ ჰოვარდი, ჯეიმსთაუნის ფონდი
ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი
ჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდი აშშ
იან კელი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი; აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
დევიდ ჯ. კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში
მაიკლ მაკფოლი, სტენფორდის უნივერსიტეტი
თომას მელია, PEN America; USAID- ის ყოფილი ასისტენტის ასისტენტი ევროპასა და ევრაზიაში რიჩარდ მაილსი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
ლორა თორნტონი, დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი; ყოფილი დირექტორი, NDI Georgia
რენდი შეუნემანი, ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმი
კურტ ვოლკერი, ნატოში აშშ-ს ყოფილი ელჩი
კენეტ იალოვიცი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g