LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აისახა შეზღუდვების მორიგი ნაწილის მოხსნა შრომის ბაზარზე – Hr.ge

10
დასაქმება

8 მარტიდან ქვეყანაში შეზღუდვების მორიგი ნაწილი მოიხსნა.

არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით უკვე შესაძლებელია.

ასევე, მთელი საქართველოს მასშტაბით რესტორნებმა ფუნქციონირება განაახლეს. ამუშავდება სამთ-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები.

“ბიზნესკურიერი” დაინტერესდა, როგორ აისახა შეზღუდვების მოხსნა შრომის ბაზარზე და რა ვაკანსიებია ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახურს ეძებს.

აღნიშნულ თემაზე “ფორტუნას” ეთერში Hr.ge-ს წარმომადგენელმა ინგა შახბაზიანმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე საიტზე ფიქსირდება 2600-მდე ვაკანსია. ისევ და ისევ აქტიურობს გაყიდვები, საცალო ვაჭრობის სფერო, სამედიცინო, საბანკო და საფინანსო მიმართულება.

მისივე თქმით, ბოლო კვირაში შრომის ბაზარი განსაკუთრებით გააქტიურდა-წინა კვირასთან შედარებით ბაზარზე ვაკანსიების 40%-იანი მატება აღინიშნება.

შახბაზიანმა აღნიშნა, რომ საიტზე უკვე აქტიურად გამოჩნდა ჰორეკა სექტორი. აღნიშნულ მიმართულებაზე უკვე გამოცხადდა 250 ვაკანსია.

ინგა შახბაზიანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ Hr.ge აქტიურად ცდილობს ხელი შეუწყოს ჰორეკა სექტორს, სწორედ ამიტომ ჰორეკას წარმომადგენლებს გარკვეულ შეღავათებსაც სთავაზობენ ვაკანსიების განთავსების მიმართულებით.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g