ბერა ივანიშვილი განმარტავს, რომ გავრცელებულ ჩანაწერში არა “ტრი-ტრის”, არამედ “ანტონიის” ამბობს, ასე ის ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.
“ტრი-ტრი საერთოდ საიდან გაიგეს მე არ ვიცი. იქ 2010-11 წლებში მე და ბატონი ირაკლი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით, ირაკლიმ ფრანგული ძალიან კარგად იცის და ჩვენ ასე ხუმრობით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს ვეძახდით და ტრი-ტრის არ ვიძახი, იქ ვიძახი “ანტონიი”. ასე ვეძახდით ერთამენთს. ტრი-ტრი საიდან გაიგეს არ ვიცი”, — ამბობს ბერა ივანიშვილი.