LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hello!-ს დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

192

ჟურნალ „Hello!-ს“ დეკემბრის ნომერი უკვე გამოსულია. გადავხედოთ, რა თემებით დაინტერესდა ცნობილი ჟურნალი 2017 წლის მიწურულს.

ფიფას „წლის ფეხბურთელი“ ჟურნალ HELLO!-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბრობს. მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი უკვე 4 შვილის მამაა. რა გეგმები აქვს 32 წლის ფეხბურთელს, რატომ გადაწყვიტა ცხოვრების მეგზურად ესპანელი მოდელის არჩევა და როგორია სტადიონიდან ოჯახურ ცხვრებაში გადანაცვლება? ამ შეკითხვებზე პასუხს HELLO!-ს მკითხველი დეკემბრის ნომერში შეიტყობს.

ქართველი ინფლიუენსერების საახალწლო სამზადისი. ნინო ელიავა, ნინი ზარქუა, ნინა და ლალო დოლიძეები. მოდის ბლოგერებისა და სხვადასხვა გავლენიანი გამოცემების რჩეული ქართველი ლამაზმანები HELLO!-ს საკუთარ წარმატებას უზიარებენ. დეკემბრის ნომრის მკითხველი ოთხი გამორჩეული ქალბატონის გულახდილ ინტერვიუს და გლამურული ფოტოსესიის შედეგს გაეცნობა.

25-წლიანი ემიგრაციის შემდეგ რეზო ჩხიკვიშვილი სამშობლოში ექვთიმე თაყაიშვილმა დააბრუნა. ბოლო დროს გახმაურებული მხატვრული ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი HELLO!-სთან ინტერვიუში გამოვლილ გზაზე, ქვეყნის გარეთ გატარებულ წლებსა და ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან როლზე საუბრობს.

თბილისის „დინამო“ 22-წლიანი პაუზის შემდეგ სპორტულ ასპარეზზე დაბრუნდა. დეკემბრის ნომერში HELLO! წყალბურთელების ახალ თაობას გაგაცნობთ. საქართველოს მომავალი ეროვნული ჩემპიონატისთვის სამზადისი, მთავარი მოქმედი გმირები და „დინამოს“ მეორედ დაბადება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g