LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მსოფლიოს საცობებისგან უპილოტო კაფსულები გადაარჩენს

128
carnews3202345

კალიფორნიულმა დიზაინ სტუდია New Deal Design მსოფლიო მეგაპოლისების საცობებისგან გათავისუფლების გეგმა წარადგინა – უპილოტო კაფსულა Rolla, რომლის გამოძახებაც მობილური აპლიკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. პროექტის ავტორთა აზრით, მოწყობილობა ქალაქისთვისაა შექმნილი და მას მოძველებული ტრადიციული ტრანსპორტის ჩანაცვლება იდეალურად შეუძლია.

Rolla ეს არის სრულად ავტონომიური ელექტრონული კაფსულა, რომელსაც 4 მცირე ზომის საბურავი აქვს. ტრანსპორტი ფორმით ლიფტს გავს, მას არ აქვს კარი და ორ მგზავრზეა გათვლილი. სალონში არ არის სავარძლები, თუმცა არის დიდი ეკრანი სადაც დრო და მარშუტი აისახება,

კაფსულას ავტობუსის ჩანაცვლება შეუძლია, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით მიმავალი Rolla–ს გაჩერება ხელის აწევითაა შესაძლებელი. სალონში მოსახვედრად არსებობს სპეციალური ღილაკი. ტრანსპორტის გამოყენება კერძო გამოძახებისთვისაც შეიძლება და ამისთვის შესაბამისი აპლიკაცია უკვე არსებობს.

კაფსულის ფერი დანიშნულების მიხედვით შეიცვლება, კაფსულა–ტაქსი იისფრად განათდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კაფსულა ყვითელი იქნება, კორპორატიული ავტოპარკისთვის განსაზღვრული კი – ცისფერი. დიოდის პანელები ფარების როლსაც შეასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ Rolla ამ მომენტისთვის მხოლოდ კონცეპტია, თუმცა იძლევა იმის წარმოდგენას თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები