LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის თურქული ენის შემსწავლელი უფასო კურსი დაიწყო

135
turqetis elchi

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის წარმომადგენლების ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში, ინსტიტუტის მხარდაჭერით უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის  2021 წლის გაზაფხულის სემესტრის თურქული ენის შემსწავლელი უფასო კურსი დაიწყო.

მემორანდუმის ფარგლებში, 2021 წლის 17 მარტს 13:00 საათზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ინსტიტუტის მხარდაჭერით თურქული ენის კაბინეტიც გაიხსნება.

გახსნის ცერემონიას საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი დაესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g