LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს დღეს შეხვდება

66
ღარიბაშვილი მიშელი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს დღეს შეხვდება. შეხვედრა ბრიუსელში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახენებთ, რომ სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.

ვინ გაემგზავრა ბრიუსელში პრემიერთან ერთად – პირველ შეხვედრას ღარიბაშვილი შარლ მიშელთან გამართავს

პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს . საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღაარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

magti 5g