საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შოთა შალელაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. თუმცა, ის სუს-ში დაბარების მიზეზებს არ აკონკრტებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსთან, რომელშიც მან მთავრობას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა, სუს-ში დაბარებას კავშირი არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ შალელაშვილმა დღეს პრემიერს ღია წერილით მიმართა და ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა, რომელიც პრემიერის ცხარე კრიტიკის საფუძველიც გახდა.
უფრო ადრე კი, შალელაშვილმა იუსტიციის მინისტრი უპასუხისმგებლო განცხადებებში დაადანაშაულა.