LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებთან ფსიქოლოგები მუშაობენ

104

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნები სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს.  მათი ინფორმაციით, დაკავებული ორივე არასრულწლოვანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მუშაობენ.

ხორავას ქუჩაზე, 51- ე სკოლასან, ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g