LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი თხოვნა იყო, ლოცვებსა და სხვადასხვა ქადაგებაში სოციალურ დისტანციასა და ნიღბების გამოყენებაზე მეტი მოწოდება – რაზე ესაუბრა ტიკარაძე პატრიარქს

71
TIKARA44

საპატრიარქოში ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

„შეხვედრა იყო ორმხრივი ინიციატივით. მეც ვთვლი, რომ მაქვს ვალდებულება საპატრიარქო იყოს დეტალურად ინფორმირებული იმ მიმდინარე მოვლენებზე, რაც დღეს ქვეყანაშია. შევხვდი პატრიარქს და მისი განწყობა არის ცალსახად, რომ ის, როგორც ჩვენ ვართ მომხრე ნებაყოფლობითი იყოს ვაქცინა, არ იქნება არანაირი დაძალება და იძულება მოქალაქეების. მნიშვნელოვანია, მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება უსაფრთხოებასთან, სარგებელთან დაკავშირებით და ჩვენ გავიარეთ ეს საკითხები“. – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საპატრიარქო მიესალმება სამინისტროს მიერ გადადგმულ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობას დაიცავს.

„შეხვედრის მიზანი იყო მისი ინფორმირება, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი. რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათი მხრიდან აღქმული არის ის პრობლემები, რაც გლობალურად გააჩნია დღეს მსოფლიო კოვიდპანდემიასთან მიმართებაში. საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რაც იქნება ჩვენი მხრიდან გადადგმული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად.

ჩვენ ვისაუბრედ დეტალურად ნიღბის ტარების პროცესზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაეებისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოსახლეობას და აღნიშნეთ ასევე ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, თუმცა ყველაზე ეფექტიანი საშუალება იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, რომ საქართველომ შეძლოს და დაძლიოს ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს ვიმყოფებით.“-  განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში.

„საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია, რომ ისინი არ ჩაერთვებიან ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა მიესალმებიან გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ტიკარაძემ და დასძინა, რომ არ ყოფილა მღვდელმთავრების მიმართ მოწოდება, რომ ქადაგებისას მოქალაქეებს ვაქცინაციისკებნ მოუწოდონ.

„ეს ცდება ჩემს კომპეტენციას და მე მსგავსი კომპეტენცია არ გამაჩნია, ისინიც თავისუფალი არიან არჩევანში. მას შემდეგ, რაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია, შესაძლოა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება ვაქცინაციასთან დაკავშირებით

ჩემი მხრიდან თხოვნა შეეხებოდა სოციალური დისტანციისა და ნიღბების ტარებას, ამის მეტად მოწოდებას, როგორც ლოცვებში, ასევე სხვადასხვა ქადაგებებში“. – განაცხადა ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g