LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე სენატში იმსჯელებენ – მარგველაშვილი ამბობს, რომ დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აუცილებელია აშშ-ის ჩარევა

82
Untitled design (2)

23 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს განიხილავენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, სენატორების მიერ დასმულ კითხვებს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეები უპასუხებენ.

აღნიშნულ შეხვედრას “ტვიტერის” საკუთარი ანგარიშზე ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი წერს, რომ ახლა, საქართველოში, დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად, მნიშვნელოვანია აშშ-ს დაუყოვნებლივ ჩარევა:

“სენატის ქვეკომიტეტში საქართველოს შესახებ მოსმენას ველოდები. 3 წლის წინ, საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების თხოვნით, კონგრესს მივმართე და ჩვენმა კარგმა მეგობრებმა ის ანგარიშში ჩაწერეს. აქტი დემოკრატიის დაცვითა და გაძლიერების მოწოდებით იწყება. დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად ჩვენ აშშ-ის აქტიური ჩარევა გვჭირდება დაუყოვნებლივ.” – წერს მარგველაშვილი.

როგორც ცნობილია, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განხილვა სენატორ ჯინ შაჰინის ინიციატივით არის ჩანიშნული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g