რა უნდა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანებს – ამ საკითხზე მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და დადგინდა, რომ ადამიანები საჩუქრის მიღებისას ელიან, რომ ყუთში ის დახვდებათ, რაც ყველაზე მეტად სურთ.
ლამაზი მისალოცი ბარათი – მეცნიერების თქმით, საჩუქართან ერთად მისალოც ბარათს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც სიურპრიზს უფრო მეტად საინტერესოს გახდის.
აჩუქეთ თქვენი ხელით – ადამიანები იგრძნობენ, რომ ისინი თქვენთვის მნიშვნელოვანი პერსონები არიან. შეეცადეთ საჩუქარი თქვენს ინტერესებთანაც იყოს ახლოს – მეცნიერების აზრით, საჩუქარი, რომელიც მჩუქებელსაც მოსწონს უფრო მეტად აახლოებს ადამიანებს.
საჩუქარი ერთჯერადი არ უნდა იყოს – მეცნიერების აზრით, ადამიანებს ისეთი საჩუქრები მოსწონთ, რომლებსაც ხშირად გამოიყენებენ, მაგალითად სამზარეულოს ნივთები, გაჯეტები და ა.შ.
შეფუთეთ საჩუქარი – საჩუქარი ნებისმიერ შემთხვევაში შეფუთეთ და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცით, რომ ის არც ისე კარგია.