LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეიძლება ყველაფერში უნიათოები იყვნენ, რევოლუცია უნდათ – ვერ აკეთებენ, პარლამენტში შემოსვლა უნდათ – ვერ ბედავენ, მიშა აბულინგებთ, მგონი, 15 მაისის აქციასაც ვეღარ ჩაატარებენ: სუბარი

87
სოზარ სუბარი

“შეიძლება, მაისი კი დარჩეს მაისად, მაგრამ წელს ვერ დააზუსტებენ, რომელ წელს იქნება აქცია, რადგან ხალხი არ მიჰყვებათ.” – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრობს და ვარაუდს გამოთქვამს, რომ შესაძლოა 15 მაისის აქცია ვეღარ ჩაატარონ და მისი გადატანა მოუხდეთ.

სუბარი ამბობს, რომ ოპოზიციამ 2012 წლის შემდეგ ხალხი ვერც ერთხელ შეკრიბა, ეს კი იმის ბრალია, რომ საზოგადოებას არ აქვს ნდობა და არ მიჰყვება.

მისივე თქმით,  კარგი იქნებოდა, თუ ოპოზიცია ხალხს მოუსმენდა, რადგან არ შეიძლება ყველაფერში უნიათოები იყვნენ:

“ოპოზიციამ 2012 წლის შემდეგ ვერც ერთხელ ხალხი ვერ შეკრიბა, რატომ? არ აქვს ნდობა და ხალხი არ მიჰყვება. საპარლამენტო არჩევნებზე მთავარ ოპოზიციურ ძალას ხმა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მისცა, დაახლოებით მილიონია ოპოზიციისთვის ხმის მიმცემი, მაგრამ ეს ხალხი ქუჩაში არ გამოდის, რადგან ოპოზიციისგან განსხვავებით, ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. მართლა რომ გაყალბებულიყო, არანაირი მოწოდება არ დასჭირდებოდათ, თავის ხმებს დაიცავდნენ.

კარგი იქნებოდა, თუ ოპოზიცია ხალხს ყურს დაუგდებს, რადგან არ შეიძლება მართლა ყველაფერში უნიათოები იყვნენ, რევოლუცია უნდათ – ვერ აკეთებენ, პარლამენტში შემოსვლა უნდათ – ვერ ბედავენ, მიშა აბულინგებთ, ქუჩაში შეკრება უნდათ – ვერ ახერხებენ, სენატში მოსმენა იყო, ევროპიდან რა მესიჯებიც მოდის, მგონი, 15 მაისის აქციასაც ვეღარ ჩაატარებენ და ამ აქციის გადატანა მოუხდებათ. შეიძლება, მაისი კი დარჩეს მაისად, მაგრამ წელს ვერ დააზუსტებენ, რომელ წელს იქნება აქცია, რადგან ხალხი არ მიჰყვებათ. ამას კარგად გრძნობენ და ჩვენ გვიწყებენ დამუნათებას, რატომ ითვლით, ქუჩაში რამდენი ადამიანი დგასო. თუ დასათვლელი არ არის, მაშინ აქციებს რატომ აწყობენ?” – თქვა სუბარმა.

შეგახსენებთ, “გაერთიანებულმა ოპოზიციამ” ახალი სამოქმედო გეგმა გამოაცხადა და 15 მაისს მასშტაბური აქცია დააანონსა. ოპოზიციის გეგმის მიხედვით, აქციები გაიმართება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

“გაიმართება არაერთი აქცია, ჩავალთ ყველგან!” – ოპოზიცია 15 მაისს მასშტაბურ აქციას აანონსებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g