ამერიკულმა საიტმა iSeeCars ყველაზე გამძლე ავტომობილების რეიტინგი შეადგინა.სიაში სხვადასხვა ბრენდის 16 მოდელი მოხვდა და მათი მეპატრონეები 322 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგაც ძალიან კმაყოფილები არიან. რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა 11,8 მილიონი მეორადი ავტომობილი შეისწავლეს და ლიდერთა ათეულში 6 ადგილი დაუფიქრებლად Toyota–ს მოდელებს მიაკუთვნეს.
სიის ლიდერი Toyota Land Cruiser გახდა. სპეციალისტთა დასკვნით იაპონური ყველგანმავლების 16,3% ათასობით კილომეტრის გავლის შემდეგაც მშვენივრად მუშაობს. მეორე ადგილს Toyota Sequoia იკავებს და მისი შედეგი 11,2%–ია. საუკეთესოთა სამეულს Chevrolet Suburban ასრულებს, რომელიც „იაპონელებს“ საგრძნობლად ჩამორჩება და მისი მაჩვენებელი მხოლოდ 5,1%–ია.
კიდევ ოთხი ადგილი „ტოიოტამ“ დაიკავა – მეხუთე, მეექვსე, მერვე და მეცხრე ადგილებზე 4Runner (4,1%), სედანი Avalon (3,9 %), ჰიბრიდული კროსოვერი Highlander (3,8 %) და პიკაპი Tundra (3,%) გადანაწილდნენ. დარჩენილი სამი ადგილი ამერიკულმა ავტომობილებმა დაიკავეს – Ford Expedition (4,9 %), Chevrolet Tahoe (3,9 %) და GMC Yukon XL (3,6%).