LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ „მულანის“ სიმღერის ქართული ადაპტაცია, რომელმაც „დისნეის“ ანიმაციური ფილმების გახმოვანების კონკურსში გაიმარჯვა

344
page

Walt Disney-ს ანიმაციური ფილმების გახმოვანებისა და სიმღერების ქართულენოვანი ვერსიების შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია. სიმღერების ქართულენოვან ვერსიებზე „ფონოგრაფი – პაატა გოძიაშვილი“ იმუშავებს, რომელმაც ანიმაციური ფილმ „მულანისთვის“ სიმღერის ქართული ადაპტაცია შექმნა. ანიმაციურ ფილმებს კი სტუდია „ბრავო რექორდსი“ გაახმოვანებს.

ცნობისთვის, „დისნეის“ ანიმაციური ფილმების გახმოვანებაზე კონკურსი „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 19 თებერვალს გამოაცხადა. მასში შვიდმა სტუდიამ მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ  მსახიობთა ხმები თავად კომპანია „დისნეისთან“ უნდა ყოფილიყო შეთანხმებული.

ადაპტაციაზე მუშაობდნენ:

„სტუდია ფონოგრაფი“
მაკა აროშიძე – სიმღერის ტექსტი
ნინო წითლაური – ხმის ჩაწერა/მონტაჟი, არტისტების შერჩევა, მუსიკალური კონსულტანტი
პაატა გოძიაშვილი – ხმის ჩაწერა/მონტაჟი, ხმის მიქსი, დიალოგების ტექსტი.

ასრულებდნენ:

ნუკრი კაპანაძე
ირმა სოხაძე
ანა ზამბახიძე
ნათია სვანაძე
მარიკო ებრალიძე
ანა ქურთუბაძე
მარიამ სარდანაშვილი
ნატო სულხანიშვილი
სოფო ტოროშელიძე
ანა დოიაშვილი
მაკა შუკაკიძე
თათა ოქრუაშვილი
ანა ჭუმბურიძე
ნინი გველესიანი
ქრისტინე ჯაფარიძე
ელენე კალანდაძე
ზვიად ბოლქვაძე და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა

შერჩევის შედეგად გამარჯვებულ ორ კომპანიასთან „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ „დისნეის“ ანიმაციური ფილმებისა და მათში გამოყენებული სიმღერების ქართულ ენაზე გახმოვანების მიმართულებით ითანამშრომლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები