ყველას გვახსოვს 1991 წელს ეკრანებზე გამოსული რომანტიკული ფილმი „ხუჭუჭა სიუ“, რომელიც 90-იანი წლების კინოჰიტად იქცა. კელი ლინჩისა და ჯეიმს ბელუშის მონაწილეობით გადაღებული ეს ფილმი დღემდე ყველასთვის საყვარელი კინოფილმების ათეულშია. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გამოსვლიდან 30 წელზე მეტი გავიდა, ულამაზესი სიუ ჩვენს მეხსიერებაში რჩება, როგორც 90-იანი წლების ყველაზე საყვარელი პერსონაჟი. ფილმში პატარა სიუს როლს მსახიობი ელისონ პორტერი ასრულებს. ამბობენ, რომ რეჟისორი ჯონ ჰიუზი სიუს როლის შემსრულებელს დიდი ხანი ეძებდა და არჩევანი, პირველივე ნახვისას, 9 წლის ელისონზე შეაჩერა.
ფილმის ეკრანებზე გამოსვლის მერე, გოგონას პოპულარობა ისე გაიზარდა, რომ მშობლებმა გადაწყვიტეს, ის ფილმში აღარ გამოჩენილიყო. ასე დასრულდა პატარა ელისონის კინოკარიერა, თუმცა მოგვიანებით მან ბედი სცენაზე სცადა. ელისონი არაჩვეულებრივად მღერის და ის „ვოისის“ ერთ-ერთი სეზონის მონაწილეც გახლდათ.
2007 წელს ელისონი დაქორწინდა, მას ამჯერად ორი შვილი ჰყავს, 8 წლის ვაჟი და 6 წლის გოგონა.