“ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი ბოლო 4 თვის განმავლობაში პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ამ მონაცემების თანახმად, ოპოზიციის ნაწილი მოქალაქეებს, “ქვეყნის ჯანჯღარსა და არევაში, თვეში ნახევარ მილიონ ლარზე მეტს ახდევინებს”.

„ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტში ჩვენი მოსახლეობის რეალურ პრობლემებზე მუშაობდნენ, წყლის ამღვრევის და ძალაუფლების მოპოვების სქემებს ალაგებენ და ამაში, ჩვენ ყველას, ჯამში უკვე 2.500.000 ლარი გადაგვახდევინეს“, – აცხადებს პაპუაშვილი.
