LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 პუნქტიან გეგმაში ხაზგასმულია მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხი და არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობა: კრისტიან დანიელსონი

138
კრისტიან დანიელსონი

პრეზიდენტ შარლ მიშელის 6 პუნქტიან გეგმაში განსაკუთრებით ხაზგასმულია მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხი და არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, – ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა გააკეთა.

მისვე განცხადებით, “ისინი ასევე საუბრობენ შერჩევითი სამართლის საკითხებზე”.

„იცით იმ 6 – პუნქტიანი გეგმის შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა წარადგინა. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ მართლმსაჯულების სისტემის თემაზე და შერჩევითი სამართლის საკითხებზე, ეს საკითხები ამ კონტექსტში განიხილება. მინდა ვთქვა, რა არის აქ არსებითი – სტრუქტურული რეფორმები საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა, როგორც სახელმწიფოს ქმედებები სხვადასხვა საკითხში, ასევე არჩევნებთან მიმართებით. ამიტომაც, პრეზიდენტ მიშელის ამ 6 პუნქტიან გეგმაში განსაკუთრებით ხაზგასმულია მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხი და არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობა“, – განაცხადა დანიელსონმა.

 

magti 5g