“იმიტომ მოვედით, რომ პატივს ვცემთ ამ ინსტიტუტს და მოგვაჩნია, რომ ოპოზიციასთან დიალოგი არის მნიშვნელოვანი,” -ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიგა ბოკერიას კითხვას.
გიგა ბოკერია პრემიერისგან დაინტერესდა და სთხოვა, პირობა მიეცა, რომ მომდევნო წლის განმავლობაში მინისტრები პარლამენტში მივლენ, რაზეც გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ მისი კაბინეტის წევრები 2018 წელს მოვლენ პარლამენტში.
პრემიერის თქმით, პარლამენტში იმიტომ მივიდა, რომ მოსახლეობას ხელისუფლების გეგმების შესახებ ამცნოს.