კომპანია Bentley აღარ ხუმრობს და უკვე 200 ათასი ავტომობილის გამოშვება მოასწრო. საპატიო ციფრის მისაღწევად ლუქს ბრენდს 102 წელი დასჭირდა, თანაც მთელი ავტოპარკის 75% უკანასკნელ 18 წელში დამზადდა. Bentley–ს საიუბილეო მოდელი ბრენდის ბესტსელერი – კროსოვერი Bentley Bentayga Hybrid გახდა.
Bentley აღიარებს, რომ 2003 წელს კუპე Continental–ის გამოჩენის შემდეგ ბრიტანული ბრენდის ტირაჟი საგრძნობლად გაიზარდა და დღესდღეობით კონვეიერიდან ყოველდღიურად 85 ავტომობილი ჩამოდის.
ბრენდის სამოდელო ხაზში ყველაზე პოპულარული მოდელი Continental GT-ია, რომელიც წარმოების 40%–ს იკავებს. თუმცა, კროსოვერებზე მოთხოვნა ისე იზრდება, რომ Bentayga უახლოეს 10 წელში აბსოლუტურ ბესტსელერად უნდა გადაიქცეს.
საიუბილეო ჰიბრიდი Bentayga ჩინელი კლიენტისთვისაა განკუთვნილი და ეს შემთხვევით არ მომხდარა. საქმე ისაა, რომ 2020 წლის რეკორდულ გაყიდვებს კომპანია Bentley სწორედ ჩინეთს უნდა უმადლოდეს.