LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ რთველიაშვილს სიმსივნის სამკურნალოდ შვედეთში გადაიყვანენ  

230
zurartveliashvili

მწერალი ალეკო შუღლაძე პოეტ ზურაბ რთველიაშვილს თანადგომას უცხადებს და აქვეყნებს ანგარიშის ნომრებს, სადაც შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა მის დასახმარებლად. შეგახსენებთ, რომ ახლახან ზურაბ რთველიაშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მას ძვირად ღირებული მკურნალობა სჭირდება. მეგობრები მის შვედეთში გადაყვანას გეგმავენ.

ალეკო შუღლაძე წერს:

„დღეს ჩემი ახალგაზრდობის მეგობარს, საოცრად კეთილშობილ პიროვნებას, პოეტ ზურაბ რთველიაშვილს დახმარება სჭირდება. როგორც ხდება ხოლმე, რაღაცნაირად მოულოდნელად, თავს ონკოლოგიური ავადმყოფობის რთული ფორმები დაატყდა და ზურას მძიმე ბრძოლა მოუწევს.

მის გამძლეობასა და ძალისხმევაში ეჭვი არ მეპარება, ვიცი, ბოლომდე და გამარჯვებამდე იბრძოლებს… აი, ფინანსური შესაძლებლობებია ხოლმე ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის აქილევსის ქუსლი. ოჯახის წევრები და მეგობრები მის შვედეთში გადაყვანას ვგეგმავთ. დანარჩენს უკვე ხვდებით, – ეს ძვირი ჯდება.

მისი მეუღლის, ნინო ამირეჯიბის ანგარიშის ნომრებს დავდებ, და გთხოვთ, როგორც შეძლებთ, ისე დაეხმარეთ. ყველაფერზე, ერთ ლარზეც მადლობელი დაგრჩებით.

ნინო ამირეჯიბი

GE46BG0000000161695587 – საქართველოს ბანკი

GE18TB7722245161600002 – თიბისი ლარი

GE77TB7722236110100006 – თიბისი $“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g