LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ ტატუნაშვილი იყო ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითი, ეს დღეს კიდევ ერთხელ გვახსენებს რუსეთის დაუსჯელობის სინდრომის უმძიმეს ადამიანურ დანაკარგებს: ზალკალიანი

77
Untitled design (3)

“არჩილ ტატუნაშვილი იყო ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითი და მის ხსოვნას საქართველო ყოველთვის მიაგებს პატივს.” – დღეს საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რუსეთის უკანონო ოკუპაციისა და დაუსჯელობის სინდრომის უმძიმეს ადამიანურ დანაკარგებს.

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა

როგორც დავით ზალკალიანი “ფეისბუქში” წერს, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მშვიდობიან და სამმართლებრივ ბრძოლას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავსი უმძიმესი დანაშაულების პრევენციისთვის:

“დღეს არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა. იგი 2018 წელს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის ე.წ. ციხეში წამებით მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი იყო ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითი და მის ხსოვნას საქართველო ყოველთვის მიაგებს პატივს.

ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რუსეთის უკანონო ოკუპაციისა და დაუსჯელობის სინდრომის უმძიმეს ადამიანურ დანაკარგებს.
საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მშვიდობიან და სამმართლებრივ ბრძოლას, რათა საოკუპაციო რეჟიმების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულება აღსრულდეს კანონის სრული დაცვით და უდანაშაულობის სინდრომის აღმოფხვრით უზრუნველყოფილ იქნას მსგავსი უმძიმესი დანაშაულების პრევენცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე.” – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

არჩილ ტატუნაშვილს დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა.

ტატუნაშვილი, მეგობრებთან ერთად, ცხინვალის დეფაქტო წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. მოგვიანებით, ოსურმა მხარემ განცხადა, რომ ის გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი კი, მოთხოვნის მიუხედავად, ქართულ მხარეს ერთი თვის დაგვიანებით გადასცეს.

magti 5g