LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში „აუთლეტ სოფელი“ აშენდება, სადაც Christian Dior-ის, Dolche&Gabbana-ს და სხვა ბრენდების სამოსი ხელსაყრელ ფასად გაიყიდება

452
ipiccy-image

2022 წლის გაზაფხულზე საქართველოში „აუთლეტ სოფელი“ გაიხსნება, რომელიც ლილოში, გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. სოფელი 10 ჰექტარის ტერიტორიაზე იქნება გაშენებული, სადაც საწყის ეტაპზე წამყვანი საერთაშორისო ბრენდების 80-მდე კომპანია შემოვა,  მოგვიანებით კი – დამატებით 40.

თბილისში პირველი „აუთლეტ სოფლის“ გახნის საკითხზე გადაცემაში „Forbes კვირა“ „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ მმართველმა პარტნიორმა გუგა ცანავამ ისაუბრა. „მსგავსი აუთლეტ სოფელი არც თურქეთში, არც აზერბაიჯანში და არც სომხეთში არ არის. ეს იქნება აბსოლუტურად ცალკე ინფრასტრუქტურით, 10 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებული სივრცე, რომელიც დაპროექტებულია მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ესპანური არქიტექტორული კომპანიის მიერ“, – განაცხადა გუგა ცანავამ.

მისივე განმარტებით, „აუთლეტ სოფელი“ ტურიზმისთვისაც იქნება ნომერ პირველი ხელისშემწყობი. „სამომავლოდ ვგეგმავთ, ტურისტებისთვის მოვაწყოთ ავტობუსის ტურები და სხვადასხვა საინტერესო აქტივობა. ეს მათი მოზიდვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება. მიმზიდველი იქნება ისიც, რომ „აუთლეტ სოფელში“ ისეთი ცნობადი ბრენდის ტანსაცმლის შეძენა იქნება შესაძლებელი, როგორიცაა: Christian Dior, Dolche&Gabbana – ტურისტი რომ გაიგებს, რომ, მაგალითად, Dolche&Gabbana-ს შარვალს აქ 200 ლარად იყიდის, რა თქმა უნდა, სხვაგან აღარ წავა“, -აღნიშნა გუგა ცანავამ „Forbes კვირა“-ში საუბრისას.

ცნობისთვის „აუთლეტ სოფლის“ მშენებლობის პროცესი 2 კვირაში დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g