საიტზე Loopnet.com უცნაური განცხადება გავრცელდა, იყიდება სუპერქარების მწარმოებელი კომპანია Falcon Motorsport და მას თან ყველა საავტორო უფლება მოყვება. ბრენდი 675 ათას დოლარად შეფასდა.
კომპანია Falcon Motorsport მიჩიგანის შტატში ამერიკელმა დიზაინერმა და ინჟინერმა ჯეფ ლემკემ დააფუძნა. მას სურდა, რომ „ნაციონალური სუპერქარი“ შეექმნა, რომელიც კონკურენციას ისეთ ბრენდებს გაუწევდა, როგორიცაა მაგალითად „ფერარი“. 2012 წელს მან პირველი სპორტ–კუპე Falcon F7 გამოუშვა და მას შემდეგ სულ 7 მოდელის შექმნა მოასწრო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მომავალი მფლობელი მიიღებს ყველა საჭირო ინსტრუმენტს, პრეს–ფორმას, ლოგოტიპებს, სლოგანებს, სავაჭრო ნიშნებს, საავტორო უფლებებს, ფორმულებს თუ ტექნიკურ მახასიათებლებს, მონაცემთა ელექტრონულ ბაზას და ჩანახატებს. ასევე ლიცენზიას Falcon–ის წარმოების შესახებ.
მთელი ეს ჩამონათვალი ახალ მფლობელს 675 ათასი დოლარი დაუჯდება.

