LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე მაჭავარიანი კლინიკაში დაზიანებებით მოათავსეს

447
maChavarian

ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი კლინიკაში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, მაჭავარიანი ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში დაზიანებებით გადაიყვანეს.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. კლინიკაში არ აზუსტებენ უკვე დატოვა თუ არა ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა საავადმყოფო.

„სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით. ვერანაირ ინფორმაციას დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფთ“,- აცხადებენ კლინიკაში.

არსებული ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანი იმ დღეს, როდესაც მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, უკვე კლინიკაში იმყოფებოდა.

თავად მაჭავარიანი  სატელეფონო ზარებსა და არც შეტყობინებებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, ივანე მაჭავარიანი თანამდებობიდან 31 მარტს გადადგა. გადადგომის შესახებ ყოფილმა მინისტრმა საზოგადოებას ფეისბუქით აცნობა.

ვანო მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის პოსტი დატოვა

პრემიერმა ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი დანიშნა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g