LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა სახლში ვიმყოფები, აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ, კლინიკაში მოთავსებული არ ვიყავი: ივანე მაჭავარიანი

133
ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მან კლინიკაში ძგიდის და პოლიპის ოპერაცია გაიკეთა. როგორც მაჭავარიანი განმარტავს, მან ქირურგიული ჩარევა თანამდებობის დატოვებამდე, დაახლოებით, 10 დღით ადრე გაიკეთა.

„ახლა სახლში ვიმყოფები, აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ, კლინიკაში მოთავსებული არ ვიყავი. თუ ძველ ამბავს მეუბნებით, ჩემი მინისტრობის პერიოდის ამბავია, წასვლამდე დაახლოებით, 10 დღის, 2 კვირის ამბავია, პოლიპი გამიკეთეს და ცოტა ძგიდე გამისწორეს, მაგრამ ეს იყო 20-წუთიანი თემა, მეტი არ ვიცი და თუ თქვენ რამე იცით ვინმემ, მითხარით. ეს ჩემ წასვლამდე ამბავი იყო, კლინიკაში გავიკეთე და წამოვედი“, – აცხადებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი კლინიკაში მოათავსეს.”ინტერპრესნიუსის” წყაროს ინფორმაციით, მაჭავარიანი ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში დაზიანებებით გადაიყვანეს.

ივანე მაჭავარიანი კლინიკაში დაზიანებებით მოათავსეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g