LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მამაკაცი დაჭრეს

83
პოლიცია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ახალგაზრდა კაცი მიყენებული დაზიანებებით, ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ოპერაცია უტარდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

“ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g